ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ფრიდონ ბეშქენაძე სამართალდამცავებმა პოლიციის შენობაში დასაკითხად შეიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა გიორგი თევდორაძემ განუცხადა, ფრიდონ ბეშქენაძე არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.
გიორგი თევდორაძე ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, რადგან ბეშქენაძე რამდენიმე თვეა პარტიის საარჩევნო საქმეებს განაგებდა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა შეკითხვები აქვს გამოძიებას ფრიდონ ბეშქენაძესთან.