ჯაბა სამუშია თბილისის საკრებულოში თვენახევარია, უპარტიო დეპუტატია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯაბა სამუშაიამ განუცხადა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დატოვა და საკრებულოში მუშაობს, როგორც უპარტიო დეპუტატი .
სამუშაიას თქმით, გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოში ხდებოდა ახალი პოლიტიკური რეალობის ფორმირება, მას სურდა ამ პროცესისთვის ხელი არ შემეშალა და ხელი უნდა შეეწყოს საკრებულოში ახალი უმრავლესობის ფორმირებას.
"ჩემი სიმპატიები მთლიანად არის მიმართული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც დაამარცხა "ნაციონალური მოზრაობა". ამ ადამიანებმა გააკეთეს ის, რისთვისაც ბოლო სამი წელია, საკრებულოში ვიბრძვი. ჩემი თანამშრომლობა კოალიცია "ქართულ ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოსთან" უფრო ინტენსიური იქნება. ტექნიკურ საკითხებზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გავაკეთებ", _ დასძინა ჯაბა სამუშიამ.
სამუშიამ აღნიშნა, რომ საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებთან" დაკავშირებით განცხადებას თავად ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გააკეთებს. ამჟამად ფრაქციაში სულ ორი დეპუტატია. ფრაქციის არსებობისთვის კი, სამი წევრია საჭირო.
ამასთან, ქდმ-ს დატოვებას არც თავად ზაზა გაბუნია გამორცხავს.