მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, "უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება ფაქტები, რომლებიც როგორც დასჯის ფორმა, სამხედრო მოსამსახურეთა მიწაში ჩამარხვას შეეხება".
როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მომწიფების პირასაა.
მისივე თქმით, არის პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ კეტავდნენ მათ მორგში გადაცვლილებთან ერთად და როგორ აბანავებდნენ სისხლში.
"აღნიშნული ინფორმაციები ჩვენ თავად პატიმრებმა მოგვაწოდეს და როცა ამას არა ერთი, არამედ რამდენიმე მათგანი ჰყვება, ეს თავისთავად ვარაუდის საფუძველს აძლიერებს. ასევე იმის შემდეგ, რაც ციხეებში ვიხილეთ, აქედან გამომდინარე, რატომ უნდა ყოფილიყო ეს საფუძველს მოკლებული, მაგრამ მინდა, კარგად გავარჩიოთ - ერთია, როცა ინფორმაცია გაქვს და მეორე, რაც დადგენილად გამოცხადდება. მივაღწევთ თუ არა ამ ცალკეული შემთხვევების დადგენილად გამოცხადებას, ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა კბილაშვილმა.