თბილისის მერი გიგი უგულავა რიყის გასხვისების თემაზეც დაიკითხება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება უგულავას, ამ შემთხვევაში ის თემა, რომელზეც ის იქნა დაკითხული, არის "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებით ეს არ არის ერთადერთი საქმე. მაგალითად რიყის გასხვისების საკითხი არის ის საკითხი, რომელზეც მისგან ახსნა-განმარტების მოსმენა მოგვიწევს.
ნუ იღელვებენ ეს ადამიანები, იმაზე რას მოასწრებს პროკურატურა და რას ვერა. ჩვენ განაწილებული გვაქვს ფუნქციები ისე რომ ყველა საკითხი იქნება განხილული. "თბილსერვისთან" დკავშირებით 200 ადამიანია დაკითხული. რაც შეეხება სოციალურ მუშაკებს, უგულავამ დაგვასწრო და აანონსა გამოძიების კიდევ ერთი თემა, აქ მართლაც მრავალათასიან ადამიანთა ჯგუფს ეხება საქმე, რომელებიც შესაძლოა საზღაურს იღებდნენ იგივე ფორმატში, როგორც თბილსერვისის შემთხვევაში ხდებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე ადამიანებზე უახლოეს მომავალში გვექნება მტკიცებულებები და ვისუბრებთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.