ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში ალექსანდრე რარი აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის პერსპექტივა რეალურია. ეს განცხადება მან ერთ ერთ სომხურ მედიასაშუალებასთან საუბრისას გააკეთა.
მისივე მტკიცებით, სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის და მისივე თქმით, რკინიგზა, რომელსაც ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს შესაძლოა მოლაპარაკებების შედეგად მართლაც გაიხსნას.
"მიმაჩნია, რომ თუ მხარეები გაითვალისწინებენ, რომ რკინიგზა ადამიანთა გადაადგილების საშუალება იქნება არა პოლიტიკური არამედ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, მაშინ რკინიგზის აღდგენის იდეა განხორციელებადი გახდება", _ აცხადებს ალექსანდრე რარი.