ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი ეგვიპტეს ისტორიული ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ეს ქვეყნის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია ეგვიპტეში.
მაჰმუდ აჰმადინეჯადი ქაიროში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) სამიტს დაესწრება.
აეროპორტში მას ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი დახვდა, რომელიც გულთბილად შეეგება ირანელ კოლეგას. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აჰმედინეჯადის ეს ვიზიტი, 2001 წლის ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის ერთგვარი ნიშანია.