პრინციპული პოზიციაა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ დღეს განაცხადა.
დეპუტარის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება, კოალიცია "ქართული ოცნება" ერთი კანდიდატით წარდგება.
აბაშიძეს მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხი აჟიტირებული თემა გახდა.
"საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხში დღეს ატონმა ბიძინამ მეტი სიცხადე შეიტანა. ეს თემა ძალიან აჟიტირებული გახდა, მაგრამ ამას ალბათ გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა. ყველა პარტიას აქვს უფლება, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი გამოკვეთოს და ამას ვერავინ აკრძალავს, მაგრამ ძალიან პრინციპული პოზიციაა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთი კანდიდატი ჰყავდეთ", - განაცხადა აბაშიძემ.