ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "თუ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ მოეწონება, მაშინ შეუძლია გამოვიდეს და კენჭი იყაროს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "თუ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ მოეწონება, მაშინ შეუძლია გამოვიდეს და კენჭი იყაროს".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება ალასანიას, მე ხასიათით დემოკრატი ვარ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ირაკლი ალასანიასაც აქვს უფლება, ოღონდ ფორმები უნდა დაიცვას სწორედ. თუ კოალიციაშია, მისი წესები უნდა გაიზიაროს და თუ არ იზიარებს ჩვენს აზრს, მაშინ გამოდის კოალიციიდან და აკეთებს იმას, რაც თავად სურს. კოალიციაში ჩვენ ამის განხილვა არ დაგვიწყია. ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი აუცილებლად უმრავლესობის გადაწყვეტილი იქნება, თუ ალასანიას არ მოეწონება, მაშინ შეუძლია გამოვიდეს და კენჭი იყაროს", - განაცხადა ივანიშვილმა.