საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას არ დაესწრება
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
"არ ვაპირებ ქუთაისში ჩასვლას და სააკაშვილის გამოსვლაზე დასწრებას. ახალს არაფერს იტყვის, ალბათ, სიცრუეს მოჰყვება, როგორც ყოველთვის. თუკი ის რეალურ ოპონირებას მოახერხებს, მაშინ ჩვენ შევალთ მასთან პოლემიკაში. მათ ობიექტური ოპონირება უნდა მოახერხონ. ალბათ, პარლამენტი დახვდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით მას თავის პოზიცია აქვს, თუმცა გუნდთან ეს საკითხი არ განუხილავს.
"ამიტომ ახლა ვერ გავაჟღერებ. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს თავისი უფლებები აქვს. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განგვიხილავს, უბრალოდ ამ საკითხს ცალკეული დეპუტატები განიხილავენ", - განაცხადა ივანიშვილი.