ვიცე-პრემიერს პოსტს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით, ჯერ გუნდისთვის არ მითქვამს, მაგრამ ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი კარგი ვიცე-პრემიერი იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.