ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ყველაზე დიდ, სტრატეგიულ პარტნიორად. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალმა მთავრობამ ძალიან კარგი ურთიერთობები დაამყარა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან.
"ამაში დიდი დამსახურებაა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის. ვისარგებლებ შემთხვევით და ამისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. ის, რაც ხდება საქართველოს რეალობაში, კარგად არის ჩატანილი აშშ-ში და ამისთვის არავითარი ლობისტები არ გამოგვიყენებია",-განაცხადა ივანიშვილმა.