საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტი განხორციელდება".
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
"1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტი განხორციელდება. ის ფონდი, რომელზეც მე მუდამ ვსაუბრობდი, საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოებს სწორედ დააფინანსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დიდი სამუშაო ჩაატარა" - განაცხადა ივანიშვილმა