თებერვლიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით შემცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მუშაობას კიდევ გააგრძელებს და იმედი გამოთქვა, რომ ტარიფის დაწევა კიდევ მოხერხდება.
"ალბათ, შეამჩნიეთ, რომ საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. ელექროენერგიის ფასი 21%-27%-ით შემცირდა, საწვავის 10%-ით. ასევე შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენცია. თუ ეს ესეა, იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესმენებმა ყურად იღეს, რომ მონოპოლიური ფასები არ უნდა იყოს და თვითონ დაიწყეს ფასის დაკლება",-დასძინა ივანიშვილმა.