ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები ხელფასის მომატებას საათობრივი ანაზღაურების მიხედვით ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ავტობუსის მძღოლმა ემზარ გოგიტიძემ განუცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ მერიის წარმომადგენლებთან და თუ ვერ შეთანხმდებიან აქციები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
"მთავარი მოთხოვნაა ხელფასის მომატებაა. თუ არ გადაწყდება და ვერ შევთანხმდებით გავაგრძელებთ აქციებს. საათობრივი ანაზღაურება გვქონდა 2 ლარი და 60 თეთრი, რომელიც უნდა გაზრდილიყო 4 ლარსა და 50 თეთრამდე, თუმცა მოგვატყუეს და მხოლოდ 3 ლარსა და 9 თეთრს გვაძლევენ", - ემზარ გოგიტიძე.
ავტობუსის მძღოლები დილიდან არიან გაფიცულები, მათ ათპუნქტიანი მოთხოვნა ბათუმის მერიის წარმომადგენლებს გააცნეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მძღოლები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამდებობის პირების გადაყენებას მოითხოვენ.