პოლიტპატიმართა საკითხების გადასაწყვეტად საორგანიზაციო კომიტეტი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს "კინოს სახლში" ყოფილი პოლიტპატიმრების პირველ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი. იგი ყველა იმ საკითხს გაუწევს ორგანიზებას, რომელიც პოლიტპატიმრებს აწუხებთ, ასევე იმ საკითხებს, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს. ასევე აქტიურად ვიმუშავებთ საერთშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან" - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.