იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფებმა.
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასები გაიზარდა 2,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა იანვრის ინფლაციაში 0,8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (14,7 პროცენტი); რძე, ყველი და კვერცხი (4,2 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 4,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა იანვრის ინფლაციაში -0,38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და
სათბობის სხვა სახეები (6,9 პროცენტი); საცხოვრებლის ფაქტიური გადასახადი (1,6 პროცენტი).