მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს .
ამასთან დაკავშირებით დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კონსტანტინეპოლში 580 წელს დაიბადა. იგი იმპერატორ ჰერაკლეს პირველ მდივნად მსახურობდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება მალე მიატოვა და ბერად აღიკვეცა.
მაქსიმე აღმსარებელი მონოთეისტობის (ერთღმერთიანობა) წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც მას და ორ მოწაფეს ენა ამოაჭრეს და მარჯვენა ხელი მოკვეთეს. ისინი დასავლეთ საქართველოში გადმოასახლეს. წყაროების თანახმად, აქ სასწაული მოხდა და მათ წერის და მეტყველების უნარი დაუბრუნდათ. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი საქართველოში 662 წელს აღესრულა. მისი საფლავი რამდენიმე წლის წინ ცაგერში აღმოაჩინეს. იგი მისსავე სახელობის მონსტერში განისვენებს, სადაც დღესასწაულს განსაკუთრებით აღნიშნავენ.