დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან რვა წელი გავიდა. ზურაბ ჟვანიას ნათესავები, ახლობლები, მეგობრები და ოფიციალური პირები ყვავილებით შეამკობენ საფლავს.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქქმე დახურული არააა.
მისი ცხედარი პირადი დაცვის წევრებმა, თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წარმომადგენელი, რაულ უსუპოვი, რომლიც ცხედარი ახლობლებმა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1985 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზედაც შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები" (1988). პირველ თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აიღჩიეს.
1992 წელს გახდა ევროპელ "მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად. 1995 და 1999 წელს ზურაბ ჟვანია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.
ჟვანია 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია "გაერთიანებული დემოკრატები". 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.