საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცებიდან 100 დღე გავიდა. საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტი 2012 წლის 25 ოქტომბერს დაამტკიცა. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას პარლამენტის 88 წევრმა, 54 ხმის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ:
პრემიერ მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია, ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური, დევნილთა მინისტრი - დავით დარახველიძე, ეკონომიკის მინისტრი-გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონალური განვითარების მინისტრი - დავით ნარმანია, ენერგეტიკის მინისტრი - კახი კალაძე (ვიცე-პრემიერი), განათლების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო, გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში_ პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი _ ალექსი პეტრიაშვილი.
როგორც მთავრობის წევრები ცალკეულ კომენტარებში აცხადებენ, რეალურად მათ საქმიანობა 2013 წლის შემდეგ დაიწყეს, როდესაც ახალი ბიუჯეტის მიხედვით გახდა შესაძლებელი ცალკეული მიმართულებების დაფინასება და პროგრამების განხორციელების დაწყება.
ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძია ივანიშვილი ოთხჯერ იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანსა და სომხეთში, ერთხელ კი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ახალი მთავრობის მოღვაწეობის 100 დღის განმავლობაში საქართველოს არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით არ სწვევია.
განვლილ პერიოდში საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში შეიცვლა საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები.
ივანიშვილის მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღეში ყველაზე აქტუალური მედიმესიჯები იყო, "დააკავეს", "დაკითხვაზე დაიბარეს", "გირაო შეუფარდეს". "რუსეთი", "ამნისტია".
ივანიშვილის მთავრობის 100-დღიანი მმრთველობის აქტივშია 3,54 თეთრით შემცირებული ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც მხოლოდ 3 თვე გასტანს.
განვლილი ასი დღის განმავლობაში ყველაზე აქტიური სამინიტროებს შორის შინაგან საქმეთა, იუსტიცის და თავდაცვის სამინისტროები იყვნენ. ყველაზე პასიური - გარემოს დაცვის სამინისტრო.
პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ახალ მთავრობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ბიძინა ივანიშვილს. შემდეგ მოდიან თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია, ნოდარ ხადური.
პარლამენტის საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა პოლიტპატიმრებისა და პილიტდევნილების შესახებ და ამნისტიის შესახებ კანონების მიღება.
ყველაზე მეტი დრო ოპონირებისთვის ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და დედაქალაქის მერს გიგი უგულავას დაუთმო.