გამომძიებელ თამარ კუჭავას განცხადებით, გიგი უგულავა საკმაოდ კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა და ყველა კითხვას უპასუხა.
ამის შესახებ კუჭავამ თბილისის მერიაში გიგი უგულავას თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, კუჭავასთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა პროკურორი ნუგზარ სალიაც.
"საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, ამ ეტაპზე დეტალები საჯარო ვერ გახდება. ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პრეს-ცენტრს. მან ყველა კითხვას უპასუხა და კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა. დაკითხვას ადვოკატი არ ესწრებოდა", - განაცხადა კუჭავამ და დასძინა, რომ კითხვები "თბილსერვის ჯგუფის" საქმის ირგვლივ დაისვა.