თბილისის მერიაში გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პროკურორი ნუგზარ სალია და გამოძიებელი თამარ კუჭავა თბილისის მერიაში მას შემდეგ მივიდნენ, რაც გიგი უგულავა ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
როგორც ცნობილია, თბილისის მერს უწყება გუშინ ჩაბარდა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იგი დღეს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უგულავამ 16:00 საათისთვის გამომძიებელი თბილისის მერიაში დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.