რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია "ქართუ ბანკის" თელავის ფილიალში კომპენსაციების გაცემის პროცესს დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით ნარმანიამ კომპენსაციის ასაღებად მისულ გლეხებს საკომპენსაციო თანხის დათვლის მეთოდოლოგიასა და კომპენსაციების გაცემის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე, დავით ნარმანია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტსა და ვანთაში იმყოფებოდა. მინისტრი სოფელ ბუშეტის მოსახლეობას შეხვდა და მათთან კომპენსაციებსა და საგაზაფხულო სამუშაოებზე ისაუბრა, მანვე ადგილობრივებს მთავრობის ინიციატივა გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად გლეხებისთვის თანხის გამოყოფას.
მინისტრმა სოფელ ვანთაში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთებული სახურავებიც დაათვალიერა და ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნო.