საპროტესტო აქციის ფარგლებში, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკრებულოს ფრაქცია „ქუთაისის“ წარმომადგენლებმა სიმბოლური ქუჩა - „ამირან მუდმივის № 5“ გახსნეს.
როგორც for.ge-ს კორესპონდენტი იუწყება, სიმბოლური ქუჩის გახსნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანს უკავშირდება, რომელიც აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, საკრებულოში ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირის“ დროს იყო.
აქციის მონაწილეებმა „ამირან მუდმივის № 5“-ის აბრევიატურა მერიის შენობის ფასადზეც განათავსეს.