კახეთის ყოფილი გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმე ეხება 2013 წლის 31 იანვრის განაჩენს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ნანა ცერცვაძემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 15 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.
გიორგი სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების წარდგენით გეგმავს.
გამოძიება ყოფილ ვიცე-გუბერნატორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება- გაფლანგვაში ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სიბაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებულის მორიგი სასამართლო პროცესი 2013 წლის 22 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.