პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ალასანიამ განუცხადა, მან პრემიერ-მინისტრს ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ ანგარიში ჩააბარა .
"საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო. ბრიტანელ კოლეგებთან თანამშრომლობის ახალ ასპექტებზე შევთანხმდით და როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის თავმჯდომარეს გავაცანი ვიზიტის შედეგები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებთან" მიმართებაში უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის მოწოდებას, ალასანიას განმარტებით, პარტიის საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
"მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომ იყვნენ საქმიან კოორდინაციაში, როგორც ადრე ვიყავით. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გადაულახავ პრობლემას. ყველა პრობლემა მოგვარდება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.