ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც ჟურნალისტებს ქუთაისის საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა, მამუკა მღვდელაძემ განუცხადა, თოფურიძეზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან იგი ბოლო პერიოდში, ადგილობრივ თვითმმართველობას დაუპირისპირდა.
თოფურიძის განცხადებით, მას ძოწენიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა, რასაც თავად ძოწენიძე კატეგოირულად უარყოფს.
არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შტატების გაზრდის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რასაც თენგიზ თოფურიძე ეწინააღმდეგებოდა.