პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, მას ჰგონია, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ ხალხი „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეგზავნილია.
როგორც ჟურნალისტებს პრემიერმა განუცხადა, ის არ ფიქრობს, რომ ამაში რაიმე დანაშაული „თავისუფალ დემოკრატებს“ მიუძღვით.
„დღეს საღამოს, ირაკლი ალასანიასთან მაქვს შეხვედრა, რომლის დროსაც, ამ საკითხს დავსვამ. ის კითხვები მართლაც არსებობს, რაც საგანელიძემ დასვა. გუშინ, ჩემს სახლთან ოცი დემონსტრანტი დამხვდა და მათ შევხდი. ისინი აბაშიდან არიან ჩამოსულები, რომელთაც ხელმძღვანელად არჩეული პირი არ მოსწონთ. გასაკვირია, რომ არც ერთი მათგანი „ქართული ოცნების“ წევრი არ იყო. მათგან სამი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ იყო. საგანელიძეს აქვს ეჭვი და ვფიქრობ, რომ ეს ინსპირირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო. არ ვფიქრობ, რომ აქ „თავისუფალი დემოკრატების“ დანაშაულია. მგონია, რომ იქაც შეგზავნილია ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და ისინი სიტუაციის ინსპირირებას ახერხებენ“, - დასძინა პრემიერმა.