საქართველოს რეგინულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას მინისტრი დავით ნარმანია და მისი პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ესწრებიან.
სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები რეგიონული განვითარების სამინისტროს სამი მოთხოვნით მიმართავენ.
„ჩვენ მოვედით სამი კონკრეტული მოთხოვნით, პირველი - სასწრაფად დაუყოვნებლივ აღდგეს სოფლის განვითარების პროგრამა, რომელიც დღეს არ მუშაობს, მეორე – აღდგეს ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების განხორციელება, საინვეტიციო პროგრამები და მესამე – სამინისტრომ თავის უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიური ურთიერთქმედება განახორციელოს იმისთვის, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით და რეგიონის მოსახლეობას საშუალება მიეცეს იცხოვროს მშვიდად და პროფესიონალებს საშუალება მიეცეთ, რომ იმუშაონ, ეს არის ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვაქვს და დანარჩენს მოვისმენთ რა სურვილი აქვს თვითონ სამინისტროს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ყველა თვითმარეთველობაში მიდის სისტემატიური ზეწოლა და ხალხის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, რაც არ შეიძლება.
ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე შეხვედრაზე რუსთავში შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ გაგებით მოვეკიდოთ რუსთავის ბიუჯეტის 50%-ით შემცირებას და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გაგრძელდეს ის პროექტები, რაც რუსთავში წლების განმავლობაში განხორციელდებოდა“, - განაცხადა კირკიტაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცახადებით, მისი სამინსიტრო არ არის ჩართული თვითმართველობებში განვითარებულ მოვლენებში და სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა, მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, რასაც ის ახორციელებს. დღევანდელ შეხვედრაზე კი, მინისტრის თქმით, რეგიონების განვითარების სტრატეგიების შემუშავების, ევროკავშირთან თანამშრომლობის მატრიცით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელების, თვითმართველობის სისტემის რეფორმის, რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საჯარო მოხელეთა ტრეინინგებთან დაკავშირებული საკითხები განხილება.