„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენ სიცრუეს საუბრობს, რომ მაგათ წინადადებებზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უმცირესობის წინადადებას, რომ ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთდეს, სერიოზულად არ აღიქვამს.
„უმცირესობის ინიციატივებს სერიოზულად აღარ ვღებულობ. ისინი იმდენ სიცრუეს საუბრობენ და ისეთი ყალბები გახდნენ, რომ მაგათზე მეტს სერიოზულად ვერ ვილაპარაკებ“, - აცხადებს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო კურსის უცვლელობის კანონპროექტით გამოვიდა, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს.