სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2013 წლის თებერვალიდან აპრილის ჩათვლით 900-მდე ტრაქტორისტი-მემანქანე სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლის და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის დასაქმდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით 31 იანვარს საგანგებო შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და შპს „მექანიზატორის“ დირექტორმა ვაჟა ნახუცრიშვილმა.