„ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციების ჩატარებისას პროვოკაციები იყო მართული.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„კონფერენციების ჩატარებისას, რეგიონებში ადგილი ჰქონდა პრობლემებს, რომლებიც გამოწვეული იყო როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებით. ეს პროვოკაცია იყო მართული. პარტიას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ სიტუაციაში გაერკვეს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პროვოკაციებში მონაწილეობას ღებულობდნენ „ქართული ოცნების“ თუ სხვა პარტიის წარმომადგენლები. თუ მათი მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ ჩაშლას კონფერენციისა, რა თქმა უნდა, ეს უნდა აღიკვეთოს“, - განაცხადა სესიაშვილმა.