ამის შესახებ "პირWელს" მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა კეზერაშვილს საგამოძიებო ორგანოში გამოსაცხადებლად დაალოებით, ერთ თვიან ვადას აძლევს.
"თუ იგი არ გამოცხადდება, შემდეგ მოხდება მისი ოჯახის წევრების დაბარება, რომ მას ადვოკატი აუყვანონ და თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ კეზერაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს", - განაცხადა პაიჭაძემ.
საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხზე შესაძლოა, ისრაელთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
კბილაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რომ ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდოს.
ამის შემდეგ კეზერაშვილზე ძებნა ინტერპოლითაც გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.