რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით, "საქართველოს დსთ-ში დაბრუნების თემა დღის წესრიგში არ დგას".
მისივე განცხადებით, მოსკოვი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს და ევდოკიმოვის განცხადება ჟურნალისტების მიერ აშკარად არასწორად გაგებული და ინტერპრეტირებული იქნა.
"შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ თბილისთან კონტაქტების დღის წესრიგში საქართველოს დსთ-ში დაბრუნების თემა არ ფიგურირებს", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა 29 იანვარს მინსკში განაცხადა, რომ "საქართველოს წარმომადგენლებთან კონტაქტები უკვე დაწყებულია და თუ თბილისი დსთ-ში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, თანამეგობრობის ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს"