კახეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, გიორგი სიბაშვილს სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით 15 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა სიბაშვილისთვის გირაოს სახით 50 000 ლარს ითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი სიბაშვილმა აღნიშნული თანხა 30 დღეში უნდა გადაიხადოს.
გიორგი სიბაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
გამოძიება მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე ედავება. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.