საქართველოში შერჩევითი სამართალი აღარ არსებობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, რომელმაც თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს უპასუხა.
„მათ მხოლოდ იმას ვუპასუხებ, რომ ქვეყანაში, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, შერჩევითი სამართალი არ არსებობს“, - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არსებობს.