პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ 3 790 პირს ამნისტია შეეხო.
სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამომედებიდან, საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა - 2 910 ბრალდებული/მსჯავრდებული, საპატიმრო სასჯელი - 106 ბრალდებულს/მსჯავრდებულს გაუნახევრდა, ხოლო საპატიმრო სასჯელი - 774 ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუმცირდა.
აღნიშნულ პირთაგან - 3 705 მამრობითი (არასრულწლოვანი - 9, - სრულწლოვანი - 3 638, ხანდაზმული - 58) და 85 მდედრობითი (სრულწლოვანი - 82, ხანდაზმული - 3) სქესის იყო.