სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ინციდენტის მონაწილე მხარეებს პირადი ინტერესების და ამბიციების გვერდზე გადადებისა და მთელი ძალისხმევის ჭიდაობის განვითარებისკენ მიმართვას ურჩევს.
ჭიდაობის ფედერაციაში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ“, - ნათქვამია განცხადებაში