ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში მოსამართლეთა მომზადების ხარისხით კმაყოფილია.
ბუკიკიოს შეფასებით, მასზე შთაბეჭდილება მოსამართლეების მომზადების შესახებ მიწოდებულმა ინფორმაციამ მოახდინა.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონირებას გავეცანი - თუ როგორ ხდება მსმენელების ჩარიცხვა და მოსამართლეების მომზადება. რაც მოვისმინე, იმის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხიანი ტრენინგები იმართება და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მივიღე“, - განაცხადა ბუკიკიომ, რომელიც გუშინ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს შეხვდა, რომელი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.