საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოდან გუშინ გაემგზავრენენ. ისრაელში ვიზიტის მიზანი სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ებრაელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს.
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „დელტა“ საქართველოში სამხედრო ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელი ორგანიზაციაა. „დელტა“ ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმმტყორცნებს, ჯავშან და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ასევე, საარტილერიო სისტემებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, ჯარისკაცის აღჭურვილობას და სპეც. ტანსაცმელს, ოპტიკურ ხელსაწყოებს, საბრძოლო მასალებს, ბრძოლის მართვის სისტემებს და სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს. ორგანიზაციაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.