ტელეკომპანია "მზის" მოძრავი ქონების დაყადაღება კერძო დავას უკავშირდება,- აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში .
ბიუროს ინფორმაციით, საქმეში კრედიტორია შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია", მოვალე კი - ტელეკომპანია "მზე".
"უწყებაში შემოვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის მიზნით. ამასთან, მოძრავი ქონების დაყადაღება არ ნიშნავს ქონების სარგებლობაში ხელის შეშლას და არ კრძალავს მის განკარგვას. უბრალოდ მოხდა მოძრავი ქონების დაყადაღება, რომ არ მოხდეს მისი გასხვისება",-განმარტეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.