ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების, ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან დოქტორ ელიზაბეტ შერვუდ-რანდოლტთანაც გამართა და მას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზტი ამერიკის პირველ თებერვალს დასრულდება.