„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, 25 იანვრის მდგომარეობით, პირობითი მსჯავრისგან პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 83 პირი გათავისუფლდა.
ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულის გარდა 65 პირს პირობითი სასჯელი შეუმცირდა.
ამნისტირებულ პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა რეგიონულ ჭრილში ასე გამოიყურება: თბილისი – 23 მსჯავრდებული, მცხეთა-მთიანეთი – 2, ქვემო ქართლი – 8, კახეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 4, იმერეთი – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 21, აჭარა - 8.