ბიუროს წევრ დეპუტატებს ბიუროს სხდომის ჩატარება დღეს მეოთხე დარბაზში უწევთ, რადგან ბიუროს ოთახი დაზიანებულია. ბიუროს ოთახის ჭერში სახანძრო მილი დაზიანდა და ბიუროს ოთახში წყალი ჩავიდა.
ამ დროისთვის, ბიუროს ოთახი დაკეტილია და მასში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არავის აძლევენ. არსებული ინფორმაციით, ბიუროს ოთახში დაზიანებულია მაგიდა.