„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს მისი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და მათგან მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ მოისმინა. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ამ უბანში განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო რეკრეაციული სივრცე, კოპანია GWP-სთან თანამშრომლობით სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგო გზის საფარი და მოაწესრიგა ტროტუარები. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნებს, ისინი ითხოვენ მეათე კორპუსთან მდებარე სტადიონის რეაბილიტაციას, რაზეც კანდიდატმა მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.