შესაძლოა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირებაზე შეზღუდვები დაწესდეს

შესაძლოა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირებაზე შეზღუდვები დაწესდეს

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირებასა და მათ შორის მის სამაუწყებლო რეკლამაზე, შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი კობა დავითაშვილია.

დავითაშვილის აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამაზე, გარდა წამახალისებელი გათამაშებისა, შეზღუდვები დადგინდება და ასევე განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა აღნიშნულის დარღვევისთვის.