პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს მხოლოდ ერთი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა.
საკანონმდებლო ორგანოს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანანმდებობაზე და ასევე იუნესკოში ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლად ეკატერინე სირაძე – დელონეს კანდიდატურა წარედგინა.
სირაძე–დელონეს კანდიდატურა დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, კანდიდატზე კი კომიტეტებში იმსჯელებენ, რის შემდეგაც, დეპუტატები კანდიდატს სხდომაზე დაამტკიცებენ.