პროკურატურა პოლიტდევნილებისთვის პასუხისმგებლობის მოხსნის პროცედურებს იწყებს. მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის, კახა წერეთლის თქმით, ძებნილ პირებთან
დაკავშირებით პროკურატურა ორშაბათს სასამართლოს მიმართავს და მათი სასჯელისაგან გათავისუფლებას მოითხოვს.
მისივე ინფორმაციით, პროკურატურა ასევე ორშაბათს სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართავს იმ პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სასამართლოს განაჩენი გამოტანილი ჯერ არ არის.
პოლიტდევნილის სტატუსი საქართველოს პარლამენტმა 25 პირს მიანიჭა. კერძოდ - გიორგი ქადაგიშვილს, გენადი არჩუაძეს, ბიძინა გიორგობიანს, გელა ნასყიდაშვილს, მიხეილ ქარელს, იასონ ჩიხლაძეს, ლევან ფხაკაძეს, ქიბარ ხალვაშს, ნიაზ ხალვაშს, მარინე ჭყონიას, ბადრი ბიწაძეს, ზურაბ გიგუაშვილს, გურამ გოგუას, ნიკა გელაშვილს, თემურ გიგაშვილს, მელიქ რაისიანს, გოჩა ვეტრიაკოვს, დავით ბეგიაშვილს, იანიკ ქარქუსოვს, ჯემალ ქარქუსოვს, ტარიელ ხალვაშს, მალხაზ ბაბლიძეს, ილია რამიშვილს, თეიმურაზ შენგელიას და გიგლა ბარამიძეს.