მთავარი პროკურატურა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.From.ge მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ ."პროკურატურა მარიკა ვერულაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას აიძულებს", - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ახლად დანიშნულ გუბერნატორებთან შეხვედრისას გააკეთა. პრეზიდენტის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ვერულაშვილის მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს და მისივე თავისუფლების სანაცვლოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვერულაშვილის მხარდაჭერა მოითხოვეს.
"მე მინდა მოგიყვეთ ყვარლის დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის ისტორია. ჯერ მისი ოჯახის წევრები ატარეს დაკითხვაზე. შემდეგ, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დააკავეს. გუშინ კი, მისი მეუღლე ჰყავდათ დაკითხვაზე. მარიკას პირველი რეაქცია იყო ის, რომ ის წავიდოდა პარლამენტიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მთავარი პროკურატურა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, პროკურატურაში მარიკა ვერულაშვილის ოჯახის რომელიმე წევრი, მათ შორის მარიკა ვერულაშვილის მეუღლე არც ერთ სისიხლის სამართლის საქმეზე დაკითხული არ ყოფილა", - აღნიშნულია განცხადებაში.