საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძე დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სამინისტროში შეხვდა.
კახა კალაძემ ენერგეტიკის ფაკულტეტის 15 სტუდენტს 200-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა. სტუდენტებს მინისტრმა აღნიშნულის შესახებ, პირადად აცნობა და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.
ამასთან, კახი კალაძემ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც შესთავაზა.
მინისტრის თქმით სურვილის შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩაერთონ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წახალისებას ის მომავალშიც განაგრძობს და სტიპენდიანტების რაოდენობა სტუდენტების აქტიურობისა და რეიტინგების გაუმჯობესების შესაბამისად გაიზრდება.
სტუდენტების წახალისებისთვის საჭირო თანხებს ,,კალა ფონდი” გამოყოფს.