იაპონიას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

იაპონიას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

იაპონიის ქვედა პარლამენტმა  პრემიერმინისტრის პოსტზე კონსერვატორთა ლიდერი სინძო აბე დაამტკიცა.

58 წლის აბე ერთხელ უკვე ედგა იაპონიას სათავეში 2006-07 წლებში, თუმცა პოსტზე მეორედ არჩევამდე, იაპონელებს პირობა მისცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესი ქვეყნის ეკონომიკას, არსებული კრიზისიდან გამოიყვანდა.

სინძო აბე მკვეთრი ნაციონალური პოლიტიკით ჯერ კიდევ პირველი პრემიერმინისტრობის დროს გამოირჩეოდა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აბემ პირობა დადო, რომ დეფლაციის გარდა, ჩინეთთან ურთიერთობებსაც დაალაგებს.

იაპონიას და ჩინეთს შორის ურთუიერთობა  ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების გამო დაიძაბა.